Site Map Georgian Version English Version Home Contact Us
მთავარი
 
 
სავალუტო ფონდი
ეროვნული ბანკი
ფინანსთა სამინისტრო
პარლამენტი
 ახალი ამბები / უახლესი ინფორმაცია
  სსფ-ს მისიის დონეზე მიღწეულია შეთანხმება ეკონომიკური პოლიტიკის პროგრამაზე 2010 წლისთვის, ამჟამად არსებული საკრედიტო ხაზის (შტანდ-Bყ Aრრანგემენტ) ფარგლებში
 

სსფ-ს მისიის დონეზე მიღწეულია შეთანხმება ეკონომიკური პოლიტიკის  პროგრამაზე 2010 წლისთვის, ამჟამად არსებული საკრედიტო ხაზის (შტანდ-Bყ Aრრანგემენტ) ფარგლებში


ამა წლის 27 ოქტომბრიდან - 11 ნოემბრამდე თბილისში იმყოფებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, ბატონი ედვარდ გარდნერის ხელმძღვანელობით. მისიის მიზანი იყო ქვეყანაში სსფ-ს პროგრამის მსვლელობის მოთხე მიმოხილვა. სსფ-ს მისია და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები შეთანხმდნენ 2010 წლის ეკონომიკური პოლიტიკის პროგრამაზე. სსფ-ს პროგრამა 2008 წლის 15 სექტემბერს დაიწყო (იხილეთ Pრესს ღელეასე Nო. 08/208). 2009 წლის 6 აგვისტოს ამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის ოდენობა გაიზარდა 747 მილიონი ესდიარ-მდე (შDღ) და პროგრამის ვადა გაგრძელდა 2011 წლის 14 ივნისამდე. (იხილეთ Pრესს ღელეასე Nო. 09/277)

გაგრძელება
  სსფ-ს მისიამ დაამთავრა პროგრამის მიმოხილვა და მისიის დონეზე მიაღწია შეთანხმებას პროგრამის გაგრძელებაზე და დამატებითი სახსრების მიწოდებაზე საქართველოსთვის ამჟამად არსებული საკრედიტო ხაზის (Stand-By Arrangement) პროგრამის ფარგლებში
  სსფ-ს მისიამ დაამთავრა პროგრამის მიმოხილვა და მისიის დონეზე მიაღწია შეთანხმებას პროგრამის გაგრძელებაზე და დამატებითი სახსრების მიწოდებაზე საქართველოსთვის ამჟამად არსებული საკრედიტო ხაზის
(Stand-By Arrangement) პროგრამის ფარგლებში გაგრძელება
  სსფ-მ დაასრულა საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მეორე მიმოხილვა და ქვეყანას 186.6 მილიონი აშშ დოლარის სესხის აღების საშუალება მისცა
 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) დირექტორა საბჭომ დაასრულა საქართველოში სსფ- მხარდაჭერით მიმდინარე 18 თვიანი ეკონომიკური პროგრამის მეორე მიმოხილვა. პროგრამა ითვალისწინებს საქართველოსთვის 477.1 მილიონი D-ის გამოყოფას (რაც დღევანდელი კურსით არის 705 მილიონი აშშ დოლარი). ამ მიმოხილვის დასრულების შემდეგ საქართველოს აქვს უფლება ფონდისგან ისესხოს 126.2 მილიონი D (დღევანდელი კურსით დაახლოებით 186.6 მილლიონი აშშ დოლარი).

გაგრძელება
  განაცხადი ბ-ნი მასუდ აჰმედის საქართველოში ვიზიტის დასრულებისას
 

ekonomikuri programa, romelic mxardaWerilia saerTaSoriso savaluto fondis mier, exmareba saqarTvelos daZlios msoflio ekonomikikuri krizisis gavlena, ganamtkicos ndoba qveynis mimarT da moaxdinos donorTa daxmarebis mobilizacia – aRniSna batonma masud ahmedma,  saerTaSoriso savaluto fondis (ssf) Sua aRmosavleTisa da centraluri aziis departamentis direqtorma.


 

გაგრძელება
  სსფ-ის სამუშაო ჯგუფი საქართველოში 2008 წლის 28 ოქტომბრიდან 5 ნოემბრამდე იმყოფებოდა (5 ნოემბერი, 2008 წ)
  ამა წლის 28 ოქტომბრიდან 5 ნოემბრამდე საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისია ქ-ნ ანა ლუსია კორონელის ხელმძღვანელობით. მისია მიზნად ისახავდა ქვეყნის ეკონომიკური ვითარების რიგით პირველ მიმოხილვას საქართველოსა და სსფ-ს შორის არსებული თვრამეთტვიანი პროგრამის ფარგლებში.  აღნიშნული პროგრამა, ანუ საკრედიტო ხაზი 750 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით (შტანდ-Bყ Aრრანგემენტ - შBA),  დამტკიცებული იქნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭოს მიერ ამა წლის 15 სექტემბერს. პროგრამის მიზანია საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკის მხარდაჭერა, რომელიც ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ არის მიმართული. ასევე ინვესტორთა ნდობის გაძლიერება, საერთაშორისო რეზერვების ზრდის უზრუნველყოფა და დონორთა მხარდაჭერის კუთხით კატალიზატორის როლის შესრულება.
გაგრძელება
  სსფ-ის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში 2008 წლის 23 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე იმყოფებოდა (3 სექტემბერი, 2008 წ)
 

საქართველოს მთავრობის მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ფინანსური მხარდაჭერის მოთხოვნის საფუძველზე, ამა წლის 23 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა ფონდის მისია. ვიზიტის შედეგად მიღწეულ იქნა პრინციპული შეთანხმება 750 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური პაკეტის გამოყოფის თაობაზე, საქართველოს მთავრობისადმი თვრამეტთვიანი მხარდამჭერი საკრედიტო ხაზის ფორმით (Stand-By Arrangement). აღნიშნული ფინანსური პაკეტი უნდა დამტკიცდეს სსფ-ის დირექტორთა საბჭოს მიერ, რომელიც საქართველოს მოთხოვნას სექტემბრის შუა რიცხვებში განიხილავს.


 


 


 

გაგრძელება
  სსფ-ის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში 2008 წლის 30 ივნისიდან 4 ივლისამდე იმყოფებოდა (4 ივლისი, 2008 წ.)
 

ამა წლის 30 ივნისიდან 4 ივლისამდე საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ხელმძღვანელი, -ნი ანა ლუსია კორონელი. -ნი კორონელი შეხვდა საქართველოს ხელისუფლებისა და პარლამენტის ოფიციალურ პირებს.

გაგრძელება
  სსფ-ის სამუშაო ჯგუფი საქართველოში 2008 წლის 29 თებერვლიდან 7 მარტამდე იმყოფებოდა (7 მარტი, 2008 წ.)
 

ამა წლის 29 თებერვლიდან – 7 მარტამდე საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისია, რომელმაც შეაფასა საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე ვითარება და 2008 წლის პერსპექტივები. მისიის წევრები შეხვდნენ საქართველოს ოფიციალურ პირებსა  და კერძო სექტორის წარმომადგენლებს.


 

გაგრძელება
  სსფ-ის სამუშაო ჯგუფი საქართველოში 2007 წლის 24 მაისიდან 1-ლ ივნისამდე იმყოფებოდა (1-ლი ივნისი, 2007 წ.)
 

2007 წლის 24 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით საქართველოში ვიზიტად იმყოფებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისია. ვიზიტის მიზანი იყო ბოლო პერიოდში განვითარებული ეკონომიკური მოვლენების მიმოხილვა და ფონდისსიღარიბის დაძლევისა და ზრდის პროგრამის (PRGF)” ფარგლებში მთავრობის ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის მეექვსე და საბოლოო შეფასება. მისიის წევრებმა შეხვედრები გამართეს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ოფიციალურ პირებთან, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და პარლამენტის წევრებთან.

გაგრძელება
  სსფ-ის სამუშაო ჯგუფი საქართველოში 2006 წლის 2-12 დეკემბერს იმყოფებოდა (12 დეკემბერი, 2006 წ.)
 

2006 წლის 2-12 დეკემბერს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისია. ვიზიტის მიზანი იყო ბოლო პერიოდში განვითარებული ეკონომიკური მოვლენების მიმოხილვა, რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული ეკონომიკური ემბარგოს შედეგების განსაზღვრა და სსფ-ის სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის (PGF) ხელშეწყობით მიმდინარე მთავრობის ეკონომიკური რეფორმის მსვლელების მორიგი (მეხუთე) შეფასება. მისიის წევრებმა შეხვედრები გამართეს მთავრობის ოფიციალურ პირებთან, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და პარლამენტის წევრებთან.

გაგრძელება
Next Last
All Rights Reserved IMF in Georgia | დაგვიკავშირდით kdanelia@imf.org
Designed and Programmed by George Nadirashvili